წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულ ორ პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტია გადაყვანილი.

„11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში. ორ პაციენტს უტარდება ოპერაცია, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ასევე „ჯეო ჰოსპიტალსში“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება.

ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ჯამში 19 პირია დაშავებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს