მამუკა ბახტაძე - აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აჭარაში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელი არის თუ არა აჭარაში სამთავრობო ცვლილებები, პრემიერ-მინისტრს კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა განმარტა, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომელიც მოგვარებას საჭიროებს.

„ჩვენთვის ეკონომიკური აქტივობები და რეფორმები, რაც უნდა განვახორციელოთ აჭარაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აჭარა არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მისი ლოკომოტივი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვხედავდეთ დინამიურ პროცესებს, სწორედ ამ ჩვენს ულამაზეს კუთხეში. აჭარა ტურისტულ სეზონს კარგად ხვდება, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას, ამის შესახებ დავალებები გაცემულია. დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს უმოკლეს დროში გადაჭრას, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა