ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრა გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა ამჯერად სოფელ მზეთამზეში შედგა. გადაცემის ფორმატში მოქალაქეების კითხვებს მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ არბოლიშვილმა უპასუხეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ მთავარ გამოწვევად სოფელში სასმელი წყლის დებეტი, გარკვეულ მონაკვეთებზე გზის, გარე-განათების, ასევე სკვერებისა და სტადიონების მოწყობა დაასახელეს.

მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების განმარტებით, წელს სოფელ მზეთამზეში ბიუჯეტით გათვალისწინებულია 5 ჩიხის რეაბილიტაცია, რისთვისაც 300 000 მეტი ლარი დაიხარჯება, გარდა ამისა, ერთ-ერთ ჩიხში გზის მოწყობამდე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.

მათივე ცნობით, სასმელი წლის დებეტის გაზრდისთვის მომავალ წელს გაკეთდება სრულყოფილი პროექტი, რომელიც მოსახლეობას წყლის პრობლემას მოუგვარებს და ამასთანავე საკურორტო სოფელში საოჯახო სასტუმროების მატებასთან ერთად მათი საკმარისი სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფაზეც იქნება გათვლილი.

მანამდე კი, წელსვე ა(ა)იპ "სოფლის წყალი" მზეთამზის წყლის მაგისტრალზე სხვადასხვა სახის სამუშაოებს ჩაატარებს. სოფელში სტადიონის მოწყობისათვის პროექტი წელს მომზადდება, მისი მშენებლობა კი მომავალ წელს განხორციელდება, ამავე ვადებში დაგეგმილია ასევე სკვერის მოწყობის სამუშაოებიც. რაც შეეხება დარჩენილ ჩიხებში გზების მოწყობას, მერის მოადგილის თქმით, უახლოეს რამდენიმე წელში სოფელში გზების პრობლემა სრულად მოგვარდება.

პროექტ “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა-დისკუსიები მუნიციპალიტეტის 30-ვე სოფელში და 3 დაბაში გაიმართება.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“, „ევროპის ფონდის“ და „SIDA”-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა