მამუკა ბახტაძე - საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მომზადდა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „დღეს საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და მის განაწილებაში“.

"ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა პაკეტით. რა თქმა უნდა, მისი დიდი ნაწილი ემყარება წარმატებული ეკონომიკების მაგალითებს...

ჩვენ შევეცადეთ, რომ დღეს რა გამოწვევებიც გვაქვს, რეფორმათა პაკეტი ამის გათვალისწინებით მომზადებულიყო, რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტურად. დღეს საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი, ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და მის განაწილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნოლოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ეს პოლიტიკა," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო