ოთარ კახიძე პროკურორს - როდესაც ორი პირი სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?

როდესაც ორი პირი დავით სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მიხეილ კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, მაინტერესებს თქვენი შეფასება, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა? - ამ კითხვით მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ საქმის გამომძიებელსა და პროკურორს კომისიის სხდომაზე.

ოთარ კახიძემ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირის მიხეილ კალანდიას ჩვენებებიდან ამონარიდები მოიყვანა, სადაც კალანდია იხსენებს თუ როგორ ურტყავენ გ.ბ და გ.ჯ დანებს დავით სარალიძეს, ამასთან, კალანდია ამბობს, რომ მანაც დაარტყა რამდენჯერმე სარალიძეს სახეში მუშტი.

„გ.მ-ს ჩვენებიდან გვაქვს, რომ კალანდია ცდილობდა მსუქანი ბიჭი დაემორჩილებინა. თქვენი ვერსიით, ბატონო ზვიად, გ.ბ და გ.ჯ სარალიძეს მრავლობით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. ასევე სხვადასხვა მოწმეებით, ა.დ. გ.ჯ 2, ლ.ბ, ასევე თ. ნ, და დ.ღ, ყველა ამბობს, რომ ჩხუბში კალანდია მონაწილეობდა და ის ურტყამდა. არ იციან რას ურტყამდა, ხელში რა ეჭირა. თ.ნ ამბობს, რომ სარალიძე ეჩხუბებოდა გ.ჯ-ს და მ.კ-ს .

თავისივე ჩვენებით, რომელიც კალანდიას სამჯერ აქვს მიცემული და შემდეგ სასამართლოში ორჯერ, მრავლობით ჭრილობებს აყენებენ გ.ბ და გ.ჯ დავით სარალიძეს და ამ დროს ერთი ხელით უჭირავს სარალიძე კალანდიას და მეორე ხელით ურტყავს.

სისხლის სამართლის კოდექსი ყველამ ვიცით, არსებობს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, გვყავს ორგანიზატორი, გვყავს წამქეზებელი, გვყავს დამხმარე და აღმასრულებელი, გვაქვს განზრახვა. ეს პირი ხედავს როგორ ურტყამს ერთი დანას, მეორე დანას, ამ დროს უჭირავს ხელში და ურტყამს მუშტს. ეს თანამონაწილეობა არ არის მკვლელობაში?“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა