იტალიის შს მინისტრი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უსარგებლო და ზიანის მომტანია, წერტილი

იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხზე სიტყვებიდან საქმეზე გადავიდეს.

„იტალიაში ხელისუფლებაში მოვიდა მთავრობა, რომელსაც სურს იმის გაკეთება, რასაც წინასაარჩევნო კამპანიისას დაპირდა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უსარგებლო და ზიანის მომტანია, წერტილი! ჩვენ მზად ვართ სიტყვებიდან საქმეზე გადავიდეთ, თუმცა ჩვენ მარტონი ვართ ევროპაში ამ საკითხზე“, - განაცხადა მატეო სალვინიმ ტელეარხ „Россия 24“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

იტალიის ვიცე-პრემიერის აზრით, რუსეთი, იტალია და ევროკავშირი ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ, თანამშრომლობდნენ ეკონომისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.

მატეო სალვინიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივება ნაჩქარევად მოხდა, ამ საკითხზე იტალიის პოზიციის ფორმირების ლოდინის გარეშე.

კითხვას, დაადებს თუ არა იტალია ვეტოს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას, მატეო სალვინიმ უპასუხა, რომ ეს საკითხი იტალიის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

იტალიის ახალმა მთავრობამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების აუცილებლობა ე.წ. სამთავრობო კონტრაქტში გაწერა, რომელიც „მოძრაობა 5 ვარსკვლავმა“ და პარტია ლეგამ“, რომლის ლიდერიც მატეო სალვინია, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე დადეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო