თვითმხილველის ინფორმაციით, წეროვანში, ტრაილერის მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა, რის გამოც მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, წეროვანში ავარია ტრაილერის მძღოლმა გამოიწვია. როგორც ის აცხადებს, ტრაილერის მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა.

მისივე თქმით, ტრაილერი მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა.

„მიკროავტობუსის მძღოლი ჩემი სიძეა. თბილისიდან დასავლეთისკენ მიდიოდა, როცა ტრაილერი უკნიდან დაეჯახა. მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ტრაილერის მძღოლს დაეძინა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხუციანელმა.

წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ჯამში 19 პირი დაშავდა, საიდანაც 1 ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. დაშავებულები მცხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს