გიორგი ჩერქეზიშვილი - საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სიმულატორების ოთახი გახსნა, რომელიც თხევადი ტვირთების გემებზე დასაქმებული სპეციალისტების მომზადებას მოემსახურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრს მეგზურობა აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გაუწია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ახალი სიმულატორები კიდევ ერთი დამატებითი სერვისი იქნება როგორც ქართველი სტუდენტებისთვის, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალისტებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ექნებათ, აქ გაიარონ მაღალკვალიფიციური ტრენინგები.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას, გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე გაესაუბრა აკადემის პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა, მეზღვაურის საერთაშორისო დღე მივულოცო მეზღვაურებს და დარგში დასაქმებულ ყველა ადამიანს - ეს დღე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე მაღალკვალიფიციური მეზღვაურების და ამ დარგის სპეციალისტების გამოშვება. ამ მიზანს ემსახურება დღეს ჩვენი ვიზიტი საზღვაო აკადემიაში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული სასწავლებელი არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს