გიორგი ჩერქეზიშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმში გამართულ მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

მათი ინფორმაციით, მეზღვაურის საერთაშორისო დღე 2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დააწესა. საქართველოში მას 2011 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი გემი „კადეტი“ დაათვალიერა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალმა სასწავლო-საწვრთნელმა გემმა კიდევ უფრო ეფექტური გახადა საზღვაო საქმის სწავლება, რადგან ამით საზღვაო პრაქტიკის გავლა აკადემიის სტუდენტებს უშუალოდ ბათუმში შეუძლიათ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მეზღვაურსა და მზარეულს, სოსლან კაკაბაძეს მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადასცა. სამინისტროს ცნობით, სოსლან კაკაბაძე ლიბიის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე 3 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის ნავსადგურის კაპიტნები - თენგიზ გადილია, ვახტანგ თავბერიძე და ნიკოლოზ ოვჩარენკო დააჯილდოვა, ხოლო გარდაცვლილი კაპიტნის, შაქრო ვარშანიძის ჯილდო მის ვაჟს გადასცა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიის მე-4 კურსელებისთვის დიპლომების გადაცემის პროცესში.

ცერემონიის დასასრულს, აკადემიის სტუდენტებმა გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების მიზნით, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა