გია ვოლსკი - ვფიქრობ, ახალი მთავრობა ეფექტური იქნება და ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობა ძალიან ეფექტური იქნება და ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დადგება.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ მისივე კოლეგის, დავით ჭიჭინაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია.

"ჩემი აზრით, თუკი ხელისუფლება ვერ აჩვენებს შედეგებს, მაშინ ეს ხელისუფლება ხალხის მიერ უნდა იყოს გადარჩეული. თუმცა როგორც კი ვადამდელი გაისმის, მაშინვე წარმომიდგენია დაძაბულობის ის ხარისხი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამიტომ ყველაფერს მივყვეთ გეგმაზომიერად, კანონის შესაბამისად და მე ასე მგონია, რომ ახალი მთავრობა ძალიანაც ეფექტური იქნება და ეგ საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დადგება. პოლიტიკური შემადგენელი დღეს ძალიან რთული აქვს ჩვენს ქვეყანას. ზოგადად მგონია, რომ საზოგადოება თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა