გიორგი ჩერქეზიშვილი - პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში არსებულ შეთავაზებებს გავაფართოვებთ

ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე ეწვივნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრსა და საპატიო სტუმრებს მეგზურობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი უწევდა.

„სამეწარმეო მარკეტზე გამოფენილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია. გარდა ამისა, ბათუმში მიმდინარე სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები და განთავსებულია სხვადასხვა სტენდები, მათ შორის ის სიმულატორები, რომლებზეც საზღვაო აკადემიის სტუდენტები სწავლობენ”, -ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი ჩერქეზიშვილმა მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამებს. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ შეთავაზებები და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან კარგი ხელშეწყობა იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამურად დაფინანსებულია 400-მდე პროექტი, გარდა ამისა, მიკრომეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში ჯამურად 14 000-მდე ბენეფიციარი გვყავს, საიდანაც 6 000-მდე პროექტი დაფინანსებულია. ეს არის დაახლოებით 900 მლნ ლარამდე საინვესტიციო ღირებულების პროექტები“, -აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა