პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზებისთვის, კვირეული იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, ინოვაციურ ლაბორატორიებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების („სპექტრი’’, „მერმისი“, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია’’, „მოდუსი’’) სტუდენტების ინოვაციური ნამუშევრები. ღონისძიებაზე ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სააგენტოს მხრიდან, გაკეთდა მოკლე პრეზენტაციები ინოვაციურ სწავლებასთან და სისტემაში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით.

სამინისტროს ცნობით, კვირეულის ფარგლებში, ყოველდღიურად სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მოეწყობა თემატური აქტივობები და გავრცელდება ინფორმაცია სისტემაში არსებული სერვისების შესახებ. სახელმწიფო კოლეჯებთან ერთად, კვირეულში მონაწილეობას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს უნივერსიტეტი, Startup Factory და კომპანია Future Laboratory მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა