ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

საქართველოს მთავრობა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ საკითხს ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს. შესაბამისად, ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი შედის აღნიშნულ სიაში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აანონსებენ, მასში მოხვდნენ, როგორც ენგურის ხიდთან მოკლული გიგა ოთხოზორიას, ისე ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეში მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

მთავრობის სხდომაზე სიის დამტკიცების შემდეგ ის უკვე საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა მთავრობას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შედგენისა და მასში შემავალი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ რამდენიმე თვის წინ, სპეციალური რეზოლუციით მოუწოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ხვალ პირველ სხდომას გამართავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა