გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 05:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფელი ძეგვისა და მცხეთის ქუჩების - არმაზის, არსუკიძის, გამსახურდიას, ჭავჭავაძის და მიმდებარედ -2 517 აბონენტს.

09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება მცხეთის რაიონის სოფლების - წეროვანი, ნატახტარი, მუხრანი, ჩარდახი და მიმდებარედ - 1 353 აბონენტს.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლების - ახალშენი, ქვიტკირის წყარო, წიწამურა, ქისიანი და მიმდებარედ - 920 აბონენტს.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო