წეროვანში მომხდარი ავარიის შედეგად „ჯეო ჰოსპიტალსში“ მოთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა

წეროვანში მომხდარი ავარიის გამო, “ჯეო ჰოსპიტალსში“ მოთავსებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც, სხვა პაციენტებთან შედარებით მძიმეა, ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა მაკა თავხელიძემ განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სახისაა, თუმცა ყველა მათგანი საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობასა და დაკვირვებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, დროულად მოხდეს დახმარების გაწევა.

„ამჟამად ჩვენს საავადმყოფოში 9 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სახისაა. ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობასა და დაკვირვებას, ვინაიდან შესაძლოა რაიმე გართულება მოხდეს“, - აღნიშნა მაკა თავხელიძემ.

თავდაპირველად „ჯეო ჰოსპიტალსში“ ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი მოათავსეს. მოგვიანებით კი, ერთი პაციენტი გადაიყვანეს, რომელსაც დროული სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდევ ერთი მცირეწლოვანი მოთავსებულია მცხეთის ახალ სამედიცინო ცენტრში, რომლის მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. „ახალ სამედიცინო ცენტრში“ ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 10 ადამიანია მოთავსებული, რომლებიც ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

წეროვანში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 30 წლის მამაკაცი.

ავარიის დროს ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა