პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დაშლის ფაქტზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ფარდულის დაშლის ფაქტზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულები არიან ის ადამიანები, ვინც ფარდული დაშალა.

„ფარდულის დემონტაჟთან დაკავშირებით გამოძიება წინასწარ არ იყო ინფორმირებული. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ მოახდინა ფარდულის დემონტაჟი, ამ თემასთან დაკავშირებით ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფარდულის დემონტაჟი ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე. ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოახდინეს ფარდულის დემონტაჟი. იდენტიფიცირებულია ის ხალხი ვინც ფარდული დაშალა“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო