მამუკა მდინარაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე - იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

იყო კითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს სამინისტროს წარმომადგენლისა და პროკურორის მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სწორედ ამიტომ დამატებითი კითხვები დაისმება, “ხოლო საბოლოო შედეგი პასუხების დამაჯერებლობის და არა დამაჯერებლობის შესახებ უნდა მივიღოთ არა დღეს, არამედ კომისიის მუშაობის ფინალურ ეტაპზე”.

მდინარაძე ასევე მიიჩნევს, რომ კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ მთავარი კითხვები არ დასვეს.

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოკითხეს შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, არ დასვეს მთავარი კითხვები. საუბარია იმ კითხვებზე, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, ფარდულის ნაწილის გარდა. ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს დავსვათ საკმაოდ კრიტიკულად. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში კომისიის უმრავლესობაში მყოფი ადამიანები ცდილობენ რაღაცის გამოყვანას, ჩვენ ვცდილობთ სიმართლის დადგენას. ეს არის საქმე, სადაც არანაირი ტენდენციური მიდგომა არანაირი მიზნით არ არის გამართლებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს კითხავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო