გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს დიდი ინტერესით, ვინაიდან თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, გერმანიაში თურქეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს. ჩვენ პატივს ვცემთ თურქი ამომრჩევლების მიერ დაფიქსირებულ ნებისმიერ შედეგს. მივიჩნევ, რომ თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით შემდეგი ნაბიჯი თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეს დაახლოების პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.

გუშინ თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 52,5% მიიღო, ხოლო მისმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ“ - 42,5%.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა