გიორგი აბაშიშვილმა ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმს ეწვია. როგორც “ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში შეიქმნა.

პროექტი, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა განთავსდა.

გიორგი აბაშიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ ოკუპაციის შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავცდით ოკუპაციის ხაზს და ლანჩხუთში მუზეუმი გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის შესახებ არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი, არამედ ამის შესახებ უნდა იცოდეს მთელმა საქართველომ. სამწუხარო სიმბოლოა, რომ ეს ყველაფერი რუსული აგრესიის ათი წლისთავზე ხდება. ფაქტია, რომ არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, არამედ საქართველოს ყველა რაიონში, ყველა სოფელში, თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე განიცადა და განიცდის ამ ოკუპაციას. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, არასოდეს შეწყდეს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ.

მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლანჩხუთელებს აი, ამ შესანიშნავ ინიციატივასთან შემოერთებისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მუზეუმის გახსნას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა