თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრას მერიის გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გენდერული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად თბილისის მერიაში 2018 წელს განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები განიხილეს.

„თბილისის მერია გენდერის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს, რომლებთანაც ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, გენდერული მეინსტრიმინგის, გენდერული ბიუჯეტირების, საინფორმაციო, თბილისის მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებისა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, სასწავლო ტრენინგები დაიგეგმა.

გენდერული პოლიტიკის განხორციელების პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა რაიონის გამგეობა და საქალაქო სამსახური აქტიურადაა ჩართული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა