თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიის კვლევითი ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სხდომა კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გახსნა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ის სამუშაო პროცესები, რაც უკვე განხორციელდა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისთის.

ტალიაშვილის თქმით, განათლების და კულტურის კომისიამ მთელი რიგი ინიციატივები და ღონისძიებები განახორციელა ამ მიმართულებით და დედაქალაქს ძალიან მალე ექნება კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი. დეპუტატმა ხაზი გაუსვა თბილისის მერის კახა კალაძის წვლილს თბილისის კულტურული ცხოვრების ახალი ტემპის შემატებისთვის, მადლობა გადაუხადა მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას ამ პროცესებში აქტიური ჩართვისა და მხარდაჭერისთვის.

სხდომაზე კვლევის მეთოდოლოგიისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა წარმოადგინა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მოიცავს, როგორც მოსახლეობის ასევე, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და დარგის სხვა წარმომადგენლების გამოკითხვას.

კვლევის შედეგები შემდგომში საფუძვლად დაედება დედაქალაქის კულტურის სტრატეგიას, რომლის შემუშავებაში და იმპლემენტაციაში ჩართული იქნება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრას, რომელსაც დეპუტატების გარდა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაზე კულტურის სფეროსა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი ფორუმის ჩატარების ინიციატივა გამოითქვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო