ზუგდიდის რაიონში მცხოვრები დევნილი - გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება - ხვლიკებით და მღრღნელებით არის სავსე ჩვენი ოთახები

ზუგდიდში, სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იძულებით გადადგილებულ პირთათვის ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს, იმ დევნილების ნაწილი მივიდა, რომლებმაც წელს ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ვერ მიიღეს. ისინი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

დევნილი თეონა ქარდავა, რომელიც სოფელ კახათში ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში ცხოვრობს ამბობს, რომ მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. ამის დასადასტურებლად კი მან ქილა მოიტანა, სადაც ხვლიკი იჯდა.

„არ სჯერათ, რომ გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ხვლიკებით, ქვეწარმავლებით და მღრღნელებით სავსეა ჩვენი ოთახები. ერთი ხვლიკი ვერ დაგიჭერია ამდენი ხანიო დამცინეს, აგერ მოვუყვანე ჩვენს ოთახში, ბალიშზე დაჭერილი ხვლიკი. ბინების გადანაწილება მოხდა უსამართლოდ, ისეთ ოჯახებს მისცეს ბინა, ვისაც არ ეკუთვნოდა. ხუთი წლის ვიყავი იმ ჩასახლებაში, რომ შევედით საცხოვრებლად, რა პირობებიც მაშინ დამხვდა, იმ პირობებში ვზრდი ახლა ჩემს შვილებს. ეს სახელმწიფო ჩემნაირებს დღეს საბოლოოდ ანადგურებს“, - თქვა ქარდავამ.

თავის მხრივ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, ზუგდიდიდან სულ შემოსული იყო 6000-მდე განაცხადი, ხოლო ბინების რაოდენობა იყო 240 და კომისიამ ისეთი ოჯახები შეარჩია, რომლებიც სასწრაფო გასახლებას საჭიროებდნენ.

“ბინების გადაცემა გამჭვირვალედ ჩატარდა. მესმის, რომ მათაც რთული პირობები აქვთ, თუმცა სახელმწიფო ყველაფეს აკეთებს ასეთი ადამინებისთვის. მომავალ წელს იგეგმება კიდევ 6 ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინებს ის ადამიანები მიიღებენ, რომელებიც წელს ვერ მოხვდნენ სიაში. გარად ამისა, სახელმწიფოს აქვს „სოფლად სახლის“ შეძენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახლის შეძენის მსურველს 25 000 ლარამდე ჩაერიცხება“, - აღნიშნა გიორგაძემ.

ზუგდიდში 6 ახალაშენებულ კორპუსში წელს ბინა 240-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო და სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი დაიხურება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა