პროკურორი - ზაზა სარალიძეს ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთად

ზაზა სარალიძეს ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთად, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

პროკურორი სარალიძის სურვილის შემთხვევაში მასთან კომუნიკაციისთვის მზად არის. „დიდ პატივისცემას გამოვხატავ ზაზა სარალიძის მიმართ. ვიცი რა ტრაგედია გადაიტანა ამ ადამიანმა და ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როგორც მამისთვის. ბატონ ზაზას ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთად. მიმოწერაც გაასაჯაროვა და დიახ, გვქონდა კომუნიკაცია. დღესაც მზად ვარ, მისი სურვილის შემთხვევაში მქონდეს კომუნიკაცია“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა