დონალდ ტრამპი რესტორნის მფლობელებს, საიდანაც მისი პრესმდივანი გამოაგდეს ურჩევს, „ჭუჭყიანი კარ-ფანჯრები გაწმინდონ“

რესტორანმა Red Hen-მა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თავისი ჭუჭყიანი ფარდულების, კარებისა და ფანჯრების გაწმენდას და არა უარის თქმას ისეთი შესანიშნავი ადამიანის მომსახურებაზე, როგორიც არის სარა სანდერსი, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესტორან Red Hen-ის მეპატრონეების მიერ მის პრესმდივან სარა სანდერსისთვის მომსახურებაზე უარის თქმას და რესტორნის დატოვების მოთხოვნას.

„მე ყოველთვის მქონდა ერთი წესი: თუ რესტორანი გარედან ჭუჭყიანია, ის შიგნითაც ჭუჭყიანი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

23 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას რესტორან Red Hen-ის მეპატრონეებმა რესტორნის დატოვება იმ მიზეზის გამო მოთხოვეს, რომ ის დონალდ ტრამპთან მუშაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა