უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა. კენჭისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. უვადო მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს ეწურებათ.

ნანა აფციაურის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გამწესებას ანა დოლიძის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ეკატერინე კულუაშვილის საქალქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ამავე პოზიციაზე 13 ხმით უვადოდ გამწესდა დავით კურტანიძე. წინააღმდეგი არავინ იყო. ქეთევან მინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა. მას მხარი ანა დოლიძის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.

თამარ ოქროპირიძე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ 13 ხმით გამწესდა. წინააღმდეგი არავინ იყო. ამავე თანამდებობაზე 13 ხმით უვადოდ გამწესდა ანა ჩხეტია. წინააღმდეგი არავინ იყო.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 12 ხმით უვადოდ გამწესდა დავით წერეთელი. გასაუბრებას არ ესწრებოდა ანა დოლიძე და ამ მოტივით კენჭის პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია.

შვიდმა კანდიდატმა გასაუბრების პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასულ სხდომაზე გაიარა. უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები ორი მთავარი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიხედვით ფასდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა