აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებით დაინტერესდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ დოუსონს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, ქეთევან ნატრიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაგეგმილ ერთობლივ პროექტზე გაამახვილა, რომლის დეტალებზეც მუშაობა გრძელდება.

ბანკის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებით დაინტერესდნენ, რომელთა თაობაზე მინისტრის მოადგილემ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა