კოჯორში სერჟანტთა დღე აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აეროდრომის ტერიტორიაზე ათეულის მეთაურის კურსის მსმენელების მიერ საველე მაკეტის გამოყენებით, დავალების პრაქტიკულად აღსრულება გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სახმელეთო ძალების სარდლები დაესწრნენ.

სწავლების შემდეგ, სერჟანტთა აკადემიის სამწყობრო მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) დრილსერჟანტების მიერ, ახალი სამწყობრო წესდების მიხედვით, სამწყობრო მომზადების დემონსტრირება გაიმართა, რის შემდეგაც ღონისძიება გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დარბაზში შეკრებილ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა. მინისტრის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში დიდი ყურადღება ექცევა მცირე ზომის ქვედანაყოფებს, მეთაურების უნარ-ჩვევების დახვეწას, მათ პასუხისმგებლობასა და ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღებას. ლევან იზორია სახელფასო სარგოს ზრდის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედროებს ხელფასი 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში წოდების შესაბამისად გაეზრდებათ. სამომავლოდ კი, შრომის ანაზღაურების კუთხით ხელფასის ზრდა, ეტაპობრივად, ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეეხება.

ღონისძიების დასასრულს მინისტრმა სერჟანტი გიორგი ძებისაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დააჯილდოვა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი 2018 წლის 25 მარტს მიენიჭა და პირველად სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო მომზადების კურსი დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო