რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმა საქართველოში მცხოვრები თურქი ამომრჩევლების 36,2 %-მა მისცა, მის კონკურენტ მუხარემ ინჯეს კი - 49,3 %-მა

საქართველოში გამართულ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დამარცხდა.

ოფიციალური მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოში მცხოვრები თურქი ამომრჩევლების მხოლოდ 36,2%-მა მისცა ხმა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მუხარემ ინჯემ 49,3% მიიღო.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ოფიციალური მონაცემებით, მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიასაც“ საქართველოში მცხოვრები თურქი ამომრჩევლების 28,7%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციურ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიას“ 37,2%-მა.

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი: ერთი თურქეთის საელჩოში თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში მდებარე თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

სულ დარეგისტრირებული იყო 1799 ამომრჩეველი. აქედან არჩევნებში მონაწილეობა 590 ამომრჩეველმა მიიღო.

გუშინ თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 52,5% მიიღო, ხოლო მისმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ“ - 42,5%.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა