საქართველოში, შესაძლოა პირველი ჩინურ-ქართული ფილმი გადაიღონ

საქართველოში, შესაძლოა პირველი ჩინურ-ქართული ფილმი გადაიღონ. როგორც ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა დავით ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გადაღებების 80% პროცენტი საქართველოში იქნება. დავით ვაშაძე ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ საუბრობს, თუ რა იქნება ქართული მხარის ჩართულობა ფილმში, თუმცა, იგეგმება ქართველი რეჟისორებისთვის შეთავაზება.

„ეს ფილმი არის ადამიანზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოში ჩამოიყვანეს, რათა ჩაის კულტურა გაეშენებინა. ის ჩამოიყვანეს ბათუმში, დაათვალიერა ყველაფერი და ასე შემოვიდა ჩაის კულტურა ჩვენთან. ჯერ სცენარი დამუშავების პროცესშია. ამ კაცის შთამომავლები აქაც ცხოვრობენ და ჩინეთშიც. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია ფილმის მთავარი გმირის შთამომავლის ცოლი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

„საკმაოდ დიდ ბიუჯეტიანი ფილმი იქნება, რადგან დროის აღდგენა მოხდება. დაახლოებით 5 მილიონ დოლარზე მეტი უნდა იყოს ბიუჯეტი. მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ ჩინეთის ბაზარზე გავა, როგორც ჩინური ფილმი. შესაბამისად, ეს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩინეთში ასობით მილიონმა მაყურებელმა ნახოს. გადაღებების 80% იქნება აჭარაში, ჩაქვის გარშემო, რადგან ჩაქვში დაუწყია მას ჩაის პლანტაციების გაშენება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო