ზვიად ფხაკაძე - მირზა სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა შესაძლოა აღქმულიყო, როგორც მოწმეზე ზეწოლა

მირზა სუბელიანი იყო საქმეში დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც მოწმეზე შესაძლო ზეწოლა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დრობითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

კერძოდ, მამუკა მდინარაძე საქმის პროკურორისგან დაინტერესდა, რატომ არ მოხდა საქმის მიმდინარეობის განმავლობაში მირზა სუბელიანის დაკითხვა.

„დაცვის მხარემ მირზა სუებლიანის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია 9 იანვარს გაასაჯაროვა და აღნიშნა წინასასამართლო სხდომაზე, რომ ის იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში. ამის შემდეგ მისი დაკითხვა აღქმული იქნებოდა, როგორც მოწმეზე ზემოქმედება. შესაბამისად, ამ მოცემულობით, რომ მირზა სუებლიანი დაცვის მხარის მოწმეთა სიაში იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო იმის საჭროება, ის დაკითხულიყო შეუტყობინებლობის ფაქტზე, არ მოხდა მირზა სუებლიანის დაკითხვა“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. მისივე ინფორმაციით, ახალი გარემოება მირზა სუებლიანის დაკითხვისთვის წარმოიშვა მაისის ბოლოს.

„კერძოდ, ის, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ჯ.-მ, რომელმაც 6 თვის განმავლობაში არ მიაწოდა ჩვენება, მხოლოდ პროცესის დასასრულს განაცხადა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, რომ მირზა სუბელიანი ნახა კალანდიების სახლში“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს