ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ივნისისათვის 20.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 137.7 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით მეტია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით მეტი), - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 58.0 მლნ ლარით, ანუ 0.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 79.7 მლნ ლარით, ანუ 1.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.8 პროცენტით).

ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.27 პროცენტული პუნქტით).

„ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.1 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა