უზენაეს სასამართლოში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში გამართულ ტრადიციულ შეჯიბრში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, პირველი ადგილი წილად ხვდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხოლო საპატიო მეორე ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გავიდნენ.

გამარჯვებულებს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი მიესალმა. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ გიორგი შავლიაშვილმა და ადმინისტრციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა გამარჯვებულ მონაწილეებს პრიზები და საპატიო სიგელები გადასცეს.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ასევე დაჯილდოვდნენ ფინალში გასული მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. შეხვედრას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში მაიკლ გრანტი ესწრებოდა.

ცნობისთვის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ყოველწლიურ შეჯიბრს ატარებს. შეჯიბრი საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება.

შეჯიბრი სტუდენტებისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას განივითარონ სისხლის სამართალწარმოებაში შესაბამისი საპროცესო უნარ-ჩვევები პრაქტიკოსი იურისტებისა და დარგის ექსპერტების წინაშე გამოსვლის დროს.

შეჯიბრის მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულო პროგრამა ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქარეთველოში“ (USAID/PROLOG).

იმიტირებული სასამართლო პროცესები უზენაეს სასამართლოში 23-24 ივნისს გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს