მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ორ ახალგაზრდას პოლონეთში ბიზნეს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნის

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ორ ახალგაზრდას პოლონეთში ბიზნეს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად მიავლენს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბიზნეს კვირეულში მოსწავლეების მონაწილეობა მარნეულის მერიასა და პოლონურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიმდინარე წლის 20–25 ივნისს, 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისთვის კონკურსი იყო გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ცნობით, მერიის შესაბამისი კომისია შემოსულ განაცხადებს უახლოეს პერიოდში განიხილავს და გამარჯვებულ ორ ახალგაზრდას გამოავლენს.

კვირეული პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.

„გდანსკის ბიზნეს კვირეული ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ–ჩვევების დასახვეწი საზაფხულო ბანაკია, რომელსაც ქ. გდანსკის მერია და „გდანსკის მეწარმეთა ასოციაცია“ „კერძო მეწარმეობის განათლების“ ამერიკულ ფონდთან ერთად ატარებს. ასევე, გდანსკის ბიზნეს კვირეული ხორციელდება ბიზნეს ინკუბატორ “Starter”-ის მიერ, რომელსაც უძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიების პოლონელი და ამერიკელი მენეჯერები, როგორიცაა: Boeing, Apple, Microsoft, Invest GDA და ა.შ.,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

2018 წელს ბიზნეს კვირეულის საზაფხულო ბანაკში 100 ახალგაზრდა მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან გაემგზავრება. კვირეული 15–20 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკის პომორსკის მხარეში გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო