გიორგი მიქაუტაძე - ძალიან ღირსეული მოსამართლეები გამწესდნენ უვადოდ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, შვიდივე კანდიდატი, რომლებიც უვადო მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ, ღირსეული კანდიდატები არიან. მისივე შეფასებით, სწორედ ღირსებისა და კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება და 7 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გაიმართა და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული შვიდი მოსამართლე უვადოდ გამწესდა თავისივე თანამდებობაზე. ვულოცავ ჩემს კოლეგებს ამ წარმატებას. ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული მოსამართლეები გამწესდნენ უვადოდ. ჩვენ გვქონდა შეფასებები, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ყველა მათგანს ჰქონდა ძალიან დადებითი შეფასებები. უმაღლესი ქულებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სასამართლო სისტემა იმდენად დახურულია, რომ კარგ იურისტს, ადვოკატს, პროკურორს და მეცნიერს ამ სისტემაში მოხვედრის ძალიან მწირი შანსი აქვს.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სასამართლო კორპუსის განახლება მუდმივად მიმდინარეობს და დოლიძის განცხადებას არ ეთანხმება.

"ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ გამწესდეს და დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა", - განაცხადა მიქაუტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა