ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები წყალტუბოს კურორტზე სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან

26 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები წყალტუბოს კურორტზე სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციიდან“ აცნობეს, სარეაბილიტაციო კურსს ჰემოფილიის მძიმე ფორმით დაავადებული, 7 წლის ზევით ასაკის, ცხრა მოზარდი და ოთხი მოზრდილი გაივლიან. ისინი როდონის შემცველ აბაზანებს მიიღებენ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ბანლეოლოგიურ აბაზანებთან ერთად სხვა საჭირო პროცედურებიც ჩაუტარდებათ.

„ჰემოფილიის დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი და საჭიროა სარეაბილიტაციო კურსი გაიარონ ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მკურნალობაა“, - აცხადებენ ასოციაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს