ზვიად ფხაკაძე - დანაშაულის დამადასტურებელი გარემოებები არ გამოვლენილა იმ ორ პირთან მიმართებაში, ვიზეც ზაზა სარალიძე მიუთითებს

დანაშაულის დამადასტურებელი გარემოებები არ გამოვლენილა იმ ორ პირთან მიმართებაში, ვიზეც ზაზა სარალიძე მიუთითებს, რომ მონაწილეობდნენ მისი შვილის დაჭრაში, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

მდინარაძე დაინტერესდა პროკურორისგან, რატომ არ მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ ორ ადამიანთან მიმართებაში, ვიზეც ზაზა სარალიძეს ეჭვი აქვს.

„თუ გამოვლინდებოდა რამე გარემოება გამოძიების სტადიაზე, რომ ვთქვათ ბატონი ზაზა სარალიძის მიერ დასახელებული პირები მ.კ. და გ.მ. რამე შემხებლობაში არიან მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, გარდა იმ მოცემულობისა, რაც მათ გამოძიების სტადიაზე მისცეს და სასამართლოში დააფიქსირეს, მყისიერად იქნებოდა რეაგირება. ეს არაერთხელ განვუმარტე ზაზას. ეს საქმე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იყო გამოძიებაში. ეს გარემოება არ გამოვლენილა, თუმცა ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს და იქ გამოვლინდა თუ არა, ეს უკვე არ ვიცი“, - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.

მამუკა მდინარაძე ასევე დაინტერესდა, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ პირთაგანის ტანსაცმელზე გარდაცვლილი დავით სარალიძის სისხლის კვალი, რომელზეც ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მონაწილეობდა მოზარდის მკვლელობაში. პროკურორ ზვიად ფხაკაძის განმარტებით, გ.მ.-მ განაცხადა, რომ მას შეხება ჰქონდა სარალიძესთან. „მან ასევე აღნიშნა, რომ მან ეს სისხლი აღიქვა, როგორც საკუთარი სისხლი, რომელიც მას მოსდიოდა ზურგის არიდან“, - განაცხადა ფხაკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა