გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N41-42-43 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მერიის ცნობით, დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონები. ასევე, დამონტაჟდება გარეგანათება.

გლდანის ლუწ მიკრორაინში კი, ოთხ მისამართზე, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის, გმირი კურსანტების მეორე შესახვევის N3 კორპუსის მიმდებარედ, ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი“, სპორტული მოედნების სამუშაოებს კი, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.

მეორე მიკრორაინის N31, ასევე, მე-4 მიკრორაიონის N93-94 და „ა“ მიკრორაიონის N1, N58-68 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 110 კვ.მ ფართობზე საბავშვო-გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, გულია გოცირიძესა და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა