დავით ზალკალინმა იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იოჰანეს დუმასთან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პასკალ მენიესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე პაიჩისთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების პროცესზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩებმა წარმატება უსურვეს დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობაში და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გასაღრმავებლად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს