ბათუმში მაშველმა 6 წლის იგორი და 9 წლის ფიოდორი დახრჩობას გადაარჩინა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველმა მამუკა წულუკიძემ მცირეწლოვანი ძმები, ზღვის ნაპირიდან 30 მეტრის სიშორიდან გამოიყვანა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.