კამპანია „კაცები ზრუნავენ“ Emerging Europe Awords-ის გამარჯვებულია

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ Emerging Europe Awords-ის გამარჯვებული გახდა. კამპანიამ ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ინიციატივა გენდერული თანასწორობის მისაღწევად“ მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაეროს განვითარების ფონდიდან აცნობეს. გაეროს განვითარების ფონდის ინფორმაციით, დაჯილდოებას რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) ყოველწლიურად, ევროპის მასშტაბით ატარებს და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს ათ ნომინაციაში აჯილდოებს.

დაჯილდოების მიზანია, გამოავლინოს და წაახალისოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ის ორგანიზაციები, რომელთა გამოცდილება და პრაქტიკა რეგიონში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

ორგანიზაციები ჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში - გლობალური ბაზრის ჩემპიონი, წლის საუკეთესო კვლევა და განვითარება, საზოგადოების განვითარებისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი, სოციალური გავლენის მქონე წლის საუკეთესო პროექტი, წლის საუკეთესო ტურისტული კამპანია, ახალგაზრდების გაძლიერებაზე მიმართული წლის საუკეთესო ინიციატივა, საუკეთესო კომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ეროვნული ინვესტიცია განახორციელა, წლის საუკეთესო ინიციატივა თანასწორობის მისაღწევად. სწორედ ამ ნომინაციაში გადასცეს კამპანიას “კაცები ზრუნავენ” პირველი ადგილი და სპეციალური ჯილდო ლონდონში, EBRD -ის ცენტრალურ ოფისში, 22 ივნისს გამართულ დაჯილდოებაზე.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ საქართველოში 2016 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო