საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა ლიეტუვის გამორჩეული როლი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესახებ. ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ ნატო-ს სამიტსა და მის მოსამზადებელ სამუშაოებზე.

მინისტრმა და ელჩმა დაადასტურეს თავიანთი მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
კომპანია "ენსისი" ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს
ტოიოტა კავკასიამ კორონავირუსთან საბრძოლველად 50 000 ლარი გამოყო
გალფში საწვავის ფასები 20-25 თეთრით შემცირდა
პირველად საქართველოში, ლიბერთი ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად სრულიად ახალ საბანკო პროდუქტს აანონსებს
“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს
„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ #StopCov ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა
Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია
„ვისოლმა“ საწვავზე ფასი 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს
კომპანია „დაფნა“ და ბრენდი „ჩვენი სუფრა” უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 300,000 ლარი ჩარიცხა