ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით შეიცვლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, 25 ივნისიდან 20 აგვისტომდე ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.

„ქუთაისში, „პრესის სახლიდან“ შოთა რუსთაველის გამზირის N104-მდე, მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ცალმხრივად, ქალაქის ცენტრიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, ხოლო გამსახურდიას გამზირიდან - ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

მძღოლების ინფორმირების მიზნით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საგზაო საინფორმაციო ნიშნები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა