რუსეთი - გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთ-მოლდოვას ურთიერთობებს ჩრდილს მიაყენებს

რუსეთის საგარეო უწყება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც დნესტრისპირეთიდან რუსეთის „სამშვიდობოების“ გაყვანას უკავშირდება, დესტრუქციულს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინმა მოლდოვის ელჩთან შეხვედრისას გააკეთა.

„რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 22 ივნისს მიღებული რეზოლუციის დესტრუქციულ ხასიათს, რაც გარდაუვლად გაართულებს დნესტრისპირეთის პრობლემის დარეგულირების პროცესს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათი ინფორმაცით, ელჩის ყურადღება მიაპყრეს იმისკენაც, რომ ამ საკითხზე კიშინოვში შიდაპოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს და ამ ფონზე მიღებული „ეს არამეგობრული გადაწყვეტილება ჩრდილს მიაყენებს რუსეთ-მოლდოვას ურთიერთობებს“.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტი მოლდოვამ მოამზადა, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პარასკევს ეყარა კენჭი. მას მხარი 64-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, 83-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს