ნეაპოლში გამბიელი დააკავეს, რომელიც საფრანგეთსა და ესპანეთში ტერაქტებს გეგმავდა

იტალიელმა სამართალდამცველებმა ნეაპოლში გამბიის მკვიდრი დააკავეს, რომელიც ესპანეთსა და საფრანგეთში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა.

დაკავებული „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 34 წლის მამაკაცია, რომელმაც მომზადება ლიბიის უდაბნოს ზონაში გაიარა. ძიების ინფორმაციით, სილა ოსმანი 13 ექსტრემისტისგან შემდგარი ჯგუფის წევრია, რომელიც საფრანგეთსა და ესპანეთში ტერაქტებს გეგმავდა.

ნეაპოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი, გამბიელი, 21 წლის პირი აპრილშიც დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო