ევროკავშირის 9 ქვეყანამ ერთიანი ევროპული ძალების ფორმირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

ევროკავშირის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამხედრო რეაგირების ერთობლივი ევროპული ძალების ფორმირებას ითვალისწინებს. ხელმომწერებს შორის დიდი ბრიტანეთიცაა. გაერთიანებულ სამეფოს მასში მონაწილეობის საშუალება „ბრექსიტის“ შემდეგაც შეეძლება. ამის შესახებ „Politico“ იუწყება.

ერთობლივი ძალების ინიციატივა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელმძღვანელობს, ავტონომიური ევროპული თავდაცვითი შეიარაღებული ძალების შექმნის გეგმის ფარგლებში მიმართული იქნება კრიზისულ სიტუაციებში ევროპის საზღვრებთან ჯარების სწრაფი განლაგებისკენ. ჯგუფში ერთიანდებიან - გერმანია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ესპანეთი და პორტუგალია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა