ექიმის ინფორმაციით, მომღერალი ირაკლი ნოზაძე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.

“ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ოპერაციის შემდეგ მოთავსდება რეანიმაციაში“, - აღნიშნა ექიმმა.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს, წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯგუფის წევრმა ზურა ხაჩიძემ განუცხადა, დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე სავარაუდოდ ორმა გოგომ დაჭრა. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, იგი სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

„მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით - ჩამოდი პიკასოო. დავინახე, რომ ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით - „სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო“. ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ“, - აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.

"სისხლის დანაკარგთან გვაქვს საქმე... ასეთი კონდიცია, თავისთავად ნიშნავს, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველს" - ექიმის პირველი კომენტარი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა