დავით ზალკალიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუდ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა თურქ კოლეგას ქვეყანაში საერთო არჩევნების წარმატებული ჩატარება მიულოცა და თურქეთის საზოგადოების გამოხატული მხარდაჭერა აღნიშნა.

თავის მხრივ, მევლუდ ჩავუშოღლუმ მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოხატა.

თურქეთის მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

მხარეებმა გამოხატეს იმედი, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა წარმატებულად განვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში.

სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა