სერგი კაპანაძე - გამოიკვეთა გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალინდელ სხდომაზე დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით ერთ-ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხზე იმსჯელებს. ამ საკითხის დაყენებას კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე გეგმავს.

როგორც დღეს გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კაპანაძემ აღნიშნა, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ შეგროვდა უკვე საკმარისი რაოდებობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. კაპანაძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ განცხადებას კომისიის სახელით არ აკეთებს და ეს პოზიცია, როგორც ერთ-ერთი რიგითი წევრის პოზიციაა.

„აქამდე არსებული კითხვების და მათზე გაცემული პასუხების შედეგად გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვაპირებ, ხვალ კომისიის სხდომაზე დავაყენო საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. დღეს განვითარებული დისკუსიიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საკმარისი რაოდებობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ჩანს, რომ ეს გარემოებები გამოძიების დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის, მაგრამ ეს ნაბიჯი მათ არ გადაუდგამთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, ასევე ცალკე უნდა გამოყოფილიყო საქმე, კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, თუმცა როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, სამართალდამცველებს არც ეს ნაბიჯი გადაუდგამთ. „მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გამოიკვეთა, არის ის, რომ ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის დროს დაჭრეს ერთი მოზარდი გ.მ. რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე პირველი დღეებიდანვე ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის. მიუხედავად ამისა, არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა მომხდარა, როცა ამას კანონი ავალდებულებდა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე არ მომხდარა ამ საქმის ირგვლივ კონკრეტული გამოძიების ჩატარება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო