არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავთ

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთი გოგო იდენტიფიცირებული ჰყავთ.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პოლიციამ იმ ავტომანქანის იდენტიფიცირებაც მოახდინა, რომლითაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სავარაუდო ბოროტმოქმედებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. ამ ეტაპზე პოლიცია აღნიშნულ ავტომანქანას ეძებს. ასევე, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველების გამოკითხვაც.

„ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაციის გადამოწმება შსს-ში სცადა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე დამატებით კომენატრს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა