ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, პოლიციამ ის გოგოები დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ ნოზაძე დაჭრეს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეგობრის ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, პოლიციამ ის გოგოები დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ ნოზაძე დაჭრეს. ხაჩიძის თქმით,ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დაუზუსტებელია და ჭორის დონეზე იცის. ის ასევე სასწრაფოსა და საავადმყოფოს ექიმებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.

„ოპერაციამ, მადლობა ღმერთს, კარგად ჩაიარა. სასწრაფოს ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს და გადაგვარჩინა იმანაც, რომ ძალიან მალე მოხდა მისი გადმოყვანა საავადმყოფოში. შემდეგ უკვე ივაჟკაცეს ექიმებმა და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. იმედი გვაქვს, ხვალ უკვე უფრო უკეთესი სურათი იქნება მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დამნაშავეებს, ჩემი ინფორმაციით მე მგონი დაკავებულები არიან ორივენი. თუმცა, ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე გავიგე“, - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, პოლიციამ ირაკლი ნოზაძის სახლთან მდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რომლის დახმარებით მოახდინეს იმ მანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. რაც შეეხება დაჭრის მოტივს, ხაჩიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რა გახდა ირაკლი ნოზაძის დაჭრის მიზეზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო